USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ასეთი გადაწყვეტილება საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა
Date:  272

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად უფრთხილდებოდა ევროკავშირის ინსტიტუტებს და სწორედ ამიტომ კეთდებოდა აქცენტი კონკრეტულ ევროპარლამენტარებზე, თუმცა, მისივე თქმით, დღეს მიღებული გადაწყვეტილებით კიდევ უფრო ნათელი გახდა საზოგადოებისთვის ევროპარლამენტის სისტემური პრობლემა.

„ამ შემთხვევაში, საზოგადოება ხედავს ყველაფერს: ეს არის სისტემური პრობლემა, რომელიც აქვს ამ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია ევროპარლამენტი. ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და პირდაპირ ვიტყვი, ასეთი გადაწყვეტილება, საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც შეშურდებოდა. ც: გადაიცემოდა ხოლმე სსრკ-ის უზენაესი საბჭოს სხდომები. იქ რაც ხდებოდა, იგივე მოხდა ევროპარლამენტში დღესაც და წინა ორი რეზოლუციის შემთხვევაშიც, რაც კატასტროფაა,“ - აღნიშნა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რეზოლუციის ცვლილებების ინიციატორმა ევროპარლამენტარებმა კარგად იციან არსებული რეალობა, თუმცა, ისინი შეგნებულად მფარველობენ კონკრეტულ დამნაშავეებს, პოლიტიკური ინტერესის გამო.

მისი თქმით, რაც შეეხება ანდრიუს კუბილიუსის მიერ გაკეთებულ განცხადებას - „თქვენ ვერ მიიღებთ ამ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“ - კობახიძის შეფასებით, კუბილიუსი საქართველოს ხელისუფლებას ესაუბრება არა ევროკავშირის ან „ევროპის სახალხო პარტიის“, არამედ გლობალური ომის პარტიის სახელით.

„მთავარია ქართული საზოგადოება რას როგორ აღიქვამს. რაც შეეხება ევროპარლამენტარებს და ამ ცვლილებების ინიციატორებს, მათ ყველაფერი ძალიან კარგად იციან: ისინი შეგნებულად მფარველობენ დამნაშავეს, დამნაშავეებს, დამნაშავე პოლიტიკურ ძალას, იმიტომ რომ მათ აქვთ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესი. როდესაც დღეს ერთ-ერთი ოდიოზური ევროპარლამენტარი, კუბილიუსს ვგულისხმობ, საუბრობდა იმაზე, რომ მათი წესებით უნდა ვიმოქმედოთ ჩვენ, ის საუბრობდა სინამდვილეში არა ევროკავშირის და ევროპარლამენტის სახელით, ის საუბრობდა, თავისი პარტიის სახელით და ეს არ არის „ევროპის სახალხო პარტია“ - ეს არის გლობალური ომის პარტია. ის სწორედ ამ გლობალური ომის პარტიის სახელით გვესაუბრებოდა, რომელსაც, სამწუხაროდ აქვს სერიოზული გავლენა ევროპარლამენტზე, იმდენად სერიოზული, რომ ისინი ახერხებენ კონკრეტული ჩანაწერების გატანას რეზოლუციებში.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way