USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Tbilisi
ირაკლი კობახიძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონზე - კანონპროექტმა უკვე შეძლო სუვერენიტეტის გამყარება
Date:  

კანონპროექტმა თავის ინიცირებით შეძლო უკვე საქართველოში სუვერენიტეტის გამყარება და ეს ძალიან მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებებით - მან გააკეთა იმაზე დიდი საქმე, ვიდრე ამოქმედების შემთხვევაში გააკეთებდა, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ .

„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულ კანონებს იღებენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დასავლურ სივრცეში. არის დიდი ბრიტანეთი, სადაც თითქმის ბოლომდეა ეს პროცესი მისული, ევროკავშირში EPP- მ დააინიცირა, არის კანადა, ავსტრალია, ანუ რუსული კანონი მოედო მთელს მსოფლიოს, ცივილიზებულ სამყაროს და ამ განცხადებაში არის ძალიან დიდი ირონია, ძალიან კარგად ხედავთ, რამხელა ფარსი იყო ის კამპანია, რომელიც საქართველოში წარმოებდა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც დაინიცირდა და პირველი მოსმენით იქნა მიღებული.

ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ სუვერენიტეტზე და ამას ემსახურება ნებისმიერი ამ კანონის ინიცირება ნებისმიერ სახელმწიფოში თუ ევროკავშირში, ჩვენც უნდა ვიზრუნოთ სუვერენიტეტზე და აქედან გამომდინარე ნებისმიერი ასეთი ზომა გამართლებულია. საქართველოში კანონი მიღებული არ იქნა, მაგრამ მან გააკეთა იმაზე დიდი საქმე, ვიდრე ამოქმედების შემთხვევაში გააკეთებდა. ამ კანონპროექტმა თავის ინიცირებით შეძლო უკვე საქართველოში სუვერენიტეტის გამყარება და ეს ძალიან მალე გამოჩნდება კონკრეტული ქმედებებით“, - განაცხადა კობახიძემ.

World
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way