USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ირაკლი კობახიძე: არიან ადამიანები რომლებზეც შეგიძლია თავი დადო, ასეთია კახა კალაძე
дата:  770

კახა კალაძე არის საუკეთესო მერი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ეს ძალიან კარგად ჩანს იმ ანგარიშებშიც, რომელსაც კახი კალაძე წარადგენს, ის საქმიანია. არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო, ასეთია კახა კალაძე. მე პირადად მაქვს მასთან ურთიერთობა, ჩვენ ტანდემში ვმუშაობდით. 2014 წელს როცა მე გავხდი აღმასრულებელი მდივანი, 2 წელი ერთად ვმუშაობდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდა ეს სამუშაო პროცესი. მუდმივად ამ რეჟიმში ვმუშაობთ და ერთი ფაქტიც არ მახსენდება, რომ სხვადასხვა პოზიცია გვქონოდა რიგ საკითხებთან დაკავშირებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო... კახა კალაძე ყოველთვის საქმიდან გამომდინარე, ქვეყნისა და გუნდის სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და დგამს ნაბიჯებს. ეს არის თითქმის 7-წლიანი გამოცდილება, რომელიც სრული სიმყარის გარანტიას იძლევა, როდესაც ადამიანს აფასებ“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მერობის კანდიდატს, კობახიძის განმარტებით, არცერთი პარტია არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე განცხადებას არ აკეთებს, იმისთვის რომ სხვა პარტიას ფარდობითი უპირატესობა არ შეუქმნას. „დღემდე არცერთ პარტიას არ დაუსახელებია მერობის კანდიდატი და ესაა მარტივი ლოგიკა და ყველა ასე აკეთებს“, - აღნიშნა კობახიძემ.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати