USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
თბილისი
ირაკლი კობახიძე: „26 მაისს ვარჯიში არ შეიძლება?!“
თარიღი:  611

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა 26 მაისს მედიაში გარცელებულ ფოტოებთან დაკავშირებით, რომლებიც, კობახიძის მტკიცებით, პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო.

„26 მაისის ღონისძიება არის ცერემონიული ღონისძიება, სადაც წინა პლანზე კონსტიტუციური თანამდებობის პირები უნდა იყვნენ და არა პარტიული თანამდებობის პირები. აქედან გამომდინარე, ამ ღონისძიებას მე არც შარშან დავსწრებივარ და არც - წელს, ეს ყველამ იცოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად ხელოვნური იყო ის აჟიოტაჟი, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ. გარდა ამისა, მე მინდა ამ მაგალითზე კიდევ ერთხელ ვაჩვენო „ნაცმოძრაობის“ სახე. რეალურად სხვის პირად ცხოვრებაში, სივრცეში შეჭრა არის მათი ხელწერა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. რაც შეეხება ამ შემთხვევას, საინტერესოა ის, რომ ფოტოები პირადად ელენე ხოშტარიას დედამ გადაიღო. ეს ყველაფერი მათ სახეს აჩვენებსძ, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, თითქოს 26 მაისის ღონისძიებაზე მის არდასწრებას ცურვასთან ან ვარჯიშთან რაიმე კავშირი აქვს.

"ეს არ არის პარტიული ღონისძიება, ეს არის ღონისძიება, სადაც წინა პლანზე არის კონსტიტუციური თანამდებობის პირები. 26 მაისს არ შეიძლება ვარჯიში?! აღლუმზე მე არ მივდივარ სხვა მიზეზის გამო. რა შუაშია აქ ვარჯიში. რაც შეეხება ცურვას და ვარჯიშს, ეს არის თანაბრად, როგორც ჩემი უფლება, ასევე ხოშტარიას დედის უფლება. სხვას უსამშობლოს, რომ დაუძახებ, აქ არაფერი საინტერესო არ არის. ყველამ ვიცით, რომ „ნაციონალები“ არიან უსამშობლოები, რადგან ისინი არიან ბოლშევიკები და ისინი მტრობენ ქართულ სახელმწიფოს, ამას აკეთებენ 2004-დან 2012 წლამდე. მათ შორის, როდესაც ქვეყნის ტერიტორიების 20%-ი რუსეთის ფედერაციას ჩააბარეს და ამას აგრძელებენ ისევ დღემდე. ისინი უცხოელი აგენტები არიან“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

თბილისი
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის