USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ირაკლი კობახიძე: ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული. თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, დეკემბერში ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება
дата:  335

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის 12 რეკომენდაცია ივნისის ბოლოსთვის შესრულებული იქნება.

„ივნისის ბოლოსთვის ყველა რეკომენდაცია იქნება პირნათლად შესრულებული. აქედან გამომდინარე, თუ იქნება სამართლიანი შეფასება ამჯერად, რა თქმა უნდა შეფასება იქნება დადებითი ჩვენი ქვეყნის მიმართ და ასეთ შემთხვევაში დეკემბერში ევროკავშირმა უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, განსხვავებით შარშანდელი ივნისის გადაწყვეტილებასთან შედარებით. ჩვენი მოლოდინი ამ კუთხით არის ოპტიმისტური, თუმცა ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის დაახლოებით 50/50-ზე“, - განაცხადა კობახიძემ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати