"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო ჯილდო ეკუთვნის.
"თამარ ჟვანიას ეკუთვნის ჯილდო შეურაცხყოფების მოთმინებისთვის... მათ შორის, რაც მან პირველ ღამეს მოითმინა. თქვენ ნახეთ აბსოლუტურად უკულტურო და მდარე ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები. თამარ ჟვანია იმასხურებს თანადგომას - არა ჩვენი მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქისგან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა. რაც შეეხება უზუსტობებს, ეს ხდება ყველა არჩევნებზე" - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კობახიძე ესწრებოდა ეუთო/ოდირის დელეგაციის შეხვედრას შერატონ მეტეხი პალასში, რომლის დასრულების შემდეგაც ტერიტორიის დატოვებისას სირცხვილის კორიდორში გავლა მოუწია. მას და პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს სამოქალაქო აქტივისტებმა მოუწყვეს სირცხვილის კორიდორი, მანამდე კი შერატონთან საპროტესტო აქციას მართავდნენ და არჩევნების გაყალბებულ შედეგებს აპროტესტებდნენ.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.