USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მივიღოთ - საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს
дата:  

ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ - საკონსტიტუციო უმრავლესობაში, ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მათი ამოცანაა, რომ „რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს“.

„ნაცმოძრაობას“ და გახარიას კოალიციები აქვს შექმნილი საკრებულოში, აქედან გამომდინარე, აშკარად ჩანს რამდენად ფიქტიურია ეს გამიჯვნა. მიდის პატარა თამაშები. საბოლო ჯამში, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, რაც შეიძლება ნაკლები მანდატი მიიღოს პარლამენტში. ჩვენი სურვილია საკონსტიტუციო უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო კვლევების მიხედვით 60%-თან ახლოს არის ჩვენი რეიტინგი, შესაბამისად, ამის ძალიან კარგი შანსი გვაქვს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ნაკლები რადიკალური ოპოზიციური პარტია შევიდეს პარლამენტში. ამის ყველანაირი რესურსი არსებობს, შესაბამისად, ძალიან კარგი სასტარტო პოზიციები გვაქვს იმისათვის, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობა. საკონსტიტუციო უმრავლესობაში ვგულისხმობ 113 მანდატს და არა 100 მანდატს“, - განაცხადა კობახიძემ.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати