USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანია 45 დღე მიმდინარეობდა და რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც ვერ გავიგეთ - მისი კანდიდატობა ივანიშვილის ინიციატივა იყო
дата:  452

მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც პრეზიდენტმა გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის მაშინაც არ ესმოდა, როცა საპრეზიდენტო არჩევნების დროს, საარჩევნო კამპანიაში ეხმარებოდა.

„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს. ჩვენ უშუალოდ ვიყავით ჩართული მის საპრეზიდენტო კამპანიაში, ორი თვე გრძელდებოდა მთელი ეს პროცესი, არც კი, 45 დღე და ის 45 დღეც რა უნდოდა, როდის, რას, რატომ ამბობდა, მაშინაც სამწუხაროდ ვერ გავიგეთ, თუმცა მოვახეხეთ მაინც გამარჯვების მოპოვება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. მორალური თვალსაზრისით მძიმე მოსასმენი იყო ის განცხადება, რომელიც მან გააკეთა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტურად გაუგონარი რამეა, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა. გამოდის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილისგან უნდა დაიცვას ეს ქვეყანა. კაცი პოლიტიკიდან არის გასული. ამას რომ დავანებოთ თავი, მორალური თვალსაზრისით რამდენიმე ფაქტორია, როდესაც განიხილებოდა კანდიდატურის საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებში, ინიციატივა კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილს. გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში არის სიმბოლური ფიგურა, სიმბოლიზმზე გაკეთდა პირველ რიგში აქცენტი. აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ის იყო ძველი დიასპორის წარმომადგენელი და 100 წლის თავზე, 1918 წლის შემდეგ, 2018 წელს, სიმბოლურად მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ იმ დიასპორის წარმომადგენელი, შთამომავალი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. 2. ქალი პრეზიდენტი, ჩვენი ისტორიული ტრადიციის ერთგვარი გამოხატულება იყო, სწრაფვა ამ ტრადიციის გაგრძელებისკენ. გარდა ამისა, ევროპიდან ჩამოსული ადამიანი, რომელიც ხდება პრეზიდენტი ანუ დიასპორა, ქალი, ევროპელი - ეს იყო ის სიმბოლიზმი, რომლის საფუძველზეც, საბოლოო ჯამში, გაკეთდა აქცენტი სალომე ზურაბიშვილზე და შეჩერდა არჩევანი მის კანდიდატურაზე. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა და ეს ინიციატივა რომ არ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა პარლამენტის ერთი რიგითი წევრი. ეს მორალური მხარე რომ ავიღოთ. თვითონ შინაარსს რაც შეეხება, როდესაც სალომე ზურაბიშვილი ერთ სიბრტყეში განიხილავს სააკაშვილს, გვარამიას და ივანიშვილს, ეს არც კი ვიცი როგორ შეიძლება შეფასდეს. ამის მიღმა უკვე ევროკავშირთან დაკავშირებით მისი შეფასებები აბსოლუტურად არარელევანტური ხდება. იმდენად მძიმეა ამ განცხადების პირველი ნაწილი, რომ მეორე ნაწილზე საერთოდ არ გავაკეთებდი კომენტარს.

პრეზიდენტს სისტემა უნდა ესმოდეს, ამ სისტემაში საშინაო და საგარეო პოლიტიკას მთლიანად ახორციელებს მთავრობა პრემიერის ხელმძღვანელობით. ეს არის სისტემა. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, თუ არის მთავრობის საგანგებო თანხმობა, მარტო მაშინ ერევა საგარეო პოლიტიკაში. მხოლოდ მაშინ, ეს პირდაპირ წერია შავით თეთრზე კონსტიტუციაში. ეს იცის, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა უნდა იმაზე მეტი, ვიდრე კონსტიტუცია მას მიაკუთვნებს, რაც არასწორია. პრეზიდენტი, პირველ რიგში, უნდა გაყვეს კონსტიტუციას და იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად. რაც შეეხება ანალიზს, მე მგონია, რომ ის უბრალოდ არასწორ ანალიზს აკეთებს. ამ ნაწილში აბსოლუტურად რბილი შეფასებაა, როცა შეეხება სააკაშვილის, გვარამიას და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში განხილვას, ამაზე მეტად არ მინდა მასთან შევიდე პოლემიკაში, არც არის საჭირო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати