USD 2.7207
EUR 2.9509
RUB 2.8314
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - პარლამენტის პირველი სხდომის მეორე დღესვე სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია, მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა
дата:  125

ნოემბრის ბოლოს, დეკემბერს დასაწყისში, იმის მიხედვით, ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა როდის ჩაინიშნება, სალომე ზურაბიშვილი მეორე დღესვე აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, 26 ოქტომბერს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, რასაც პრემიერი მათ წინასწარ ულოცავს.

„ამ ადამიანებს ერთი პატრონი ჰყავთ, სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი პატარა რგოლია, იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია. აქ ერთი ფაქტორია მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მის ჩართულობას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება არჩევნების შედეგებზე, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა აუცილებლად ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინა საარჩევნო პროცესებზე კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ, პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არაერთი დასკვნაა ეუთო/ოდირის, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მითუმეტეს, სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ოფისში. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ინსტიტუტის, პრეზიდენტის ინსტიტუტის შენობას იყენებს იმისათვის, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბი გაიხსნას, ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო, ასეთი განცხადება გააკეთა. სინამდვილეში, ერთად მოუწევთ იზეიმონ ძალიან მძიმე მარცხი, მორიგი, მე-9 მარცხი, რასაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ აუცილებლად განიცდის, წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ისაუბრა ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც მას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს.

„ეს ერთგვარი წინასაარჩევნო პიარული ტრიუკებია, თუმცა, არავითარი ფასი არ აქვს ამ ყველაფერს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის პერსონალური რეიტინგის გათვალისწინებითაც და მთლიანად, „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ რეიტინგის გათვალისწინებით. ნოემბრის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, როდის ჩაინიშნება ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, მეორე დღესვე, სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადგან მას იმპიჩმენტის წესით მოუწევს დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. რა თქმა უნდა, იმპიჩმენტს ერთგვარი სიმბოლური დატვირთვა აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ერთ თვეში მაინც გაუვიდოდა სალომე ზურაბიშვილს ვადა, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ იმპიჩმენტის გარეშე არ დატოვოს თანამდებობა, კონსტიტუციის დამრღვევმა პრეზიდენტმა სწორედ იმპიჩმენტით უნდა დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა, რასაც ქართველი ხალხი უზრუნველყოფს, რომელიც შესაბამის მანდატს მიანიჭებს „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა კობახიძემ.

область
რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის განხორციელება იწყება

ქალაქ რუსთავის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტის, რუსთავის ჭალის ეკოსისტემის აღდგენა დავიწყეთ. პროექტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შედეგად აკუმულირებული თანხებიდან დაფინანსდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს არის პირველი პრეცედენტი მას შემდეგ, რაც ამოქმედდა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონი, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა და დანერგა ეს პრინციპი.

მისივე თქმით, ჭალის ტერიტორიის აღდგენა, ერთი მხრივ, დადებითად იმოქმედებს რუსთავის ჰაერის ხარისხზე, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და, ამავდროულად, რუსთაველებს და რუსთავის სტუმრებს ექნებათ ძალიან ლამაზი, მოწესრიგებული და მასშტაბური რეკრეაციული სივრცე.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა - საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საგუშაგო კოტეჯები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი; 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება. პარკი ვიზიტორებს ფიზიკური აქტივობებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელ გარემოს შესთავაზებს, სადაც საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვის საკითხებზე შემეცნებითი შეხვედრების მოწყობა.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრები მაია ბითაძე და ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.

რუსთავის მერმა სამოქალაქო აქტივისტებს, საქართველოს პარლამენტს და სამთავრობო გუნდს მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისთვის და რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვისთვის.

„ეს სივრცე ჩვენი ქალაქის ფილტვებია, რომელიც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში იყო განადგურებული. დღეს ჩვენს თაობას, ჩვენს გუნდს გვაქვს შესაძლებლობა, ყველამ ერთად მივიღოთ მონაწილეობა, აღვადგინოთ უნიკალური ჭალის ტყე, რომელიც გააჯანსაღებს და გააუმჯობესებს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას. ეს არის უპრეცედენტო, ძალიან მასშტაბური პროექტი, რომელსაც რუსთაველები დიდი ხანია ველოდებით“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

საქართველოს პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

„გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რუსთავის მერიის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება და განახლდება 160 ჰა რუსთავის ტყის ჭალების ტერიტორია. ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გარემოს დაცვით ფონდში აკუმულირებული თანხებით განხორციელდება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. გარემოსდაცვითი ფონდები თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს, თუმცა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საქართველო პირველია, რომელმაც მსგავსი ფონდი შექმნა. აღნიშნული ფონდის მიზანი გარემოს მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელებაა. აღსანიშნავია, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

ჭალის ტყე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებში, მტკვრის ორივე სანაპიროზე, ძველსა და ახალ ხიდს შორის არსებულ სივრცეში მდებარეობს. ჭალის ტყის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის თანახმად, ამჟამად ეს მონაკვეთი გამოუყენებელ სივრცეს წარმოადგენს,სადაც ეკოსისტემა დეგრადირებულია და დაბინძურებულია სხვადასხვა ტიპის ნარჩენით“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати