USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ჩვენ შეთანხმებით ავიღეთ უკანონო დავალების ვალდებულება
дата:  676

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველმა პარტიამ შეთანხმებით აიღო უკანონო დავალების ვალდებულება, რაც ღიმილის მომგვრელია.

კობახიძის განმარტებით, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ოქრუაშვილის საქმე გადადებულიყო ან აღკვეთის ღონისძიება შეცვლილოყო, იყო სწორედ უკანონო დავალების მიცემა სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის.

„ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია. ჩვენ თხოვნა წარვადგინეთ. ჩვენი თხოვნის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ გვინდა, განიმარტოს, თუ რა დევს შეთანხმებაში. ამაზე არის საუბარი. როდესაც საუბარია ირაკლი ოქრუაშვილზე, ერთადერთი შესაძლებლობა, რომ გადადებულიყო მისი საქმე ან შეცვლილიყო მისი ასე ვთქვათ აღკვეთის ღონისძიება, პოლიტიკური ჩარევის საფუძველზე, ერთადერთი საშუალება იყო უკანონო დავალების მიცემა სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის, სხვანაირად გამორიცხულია. ანუ ოპოზიცია ამტკიცებს, იმას რომ ჩვენ შეთანხმებით ავიღეთ უკანონო დავალების მიცემის ვალდებულება, რაც არის, რბილად რომ ვთქვათ, ღიმილის მომგვრელი. ახლა ვნახოთ, როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით რეაქცია“, – განაცხადა კობახიძემ.

 

Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати