USD 2.6984
EUR 3.1536
RUB 3.3370
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს
дата:  346

„ოცნების ქალაქის“ პროექტი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსები, ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბათუმში განაცხადა, სადაც „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, აღნიშნული პროექტი ბათუმის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ახალ ეტაპზე ასევე იგეგმება სკოლის, საბავშვო ბაღის, რეკრეაციული ზონების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლითაც თქვენ, ჩვენი თანამოქალაქეები ისარგებლებთ.

ეს პროექტი ასევე ბათუმის განვითარებაში შეიტანს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს, გაჩნდება ახალი საცხოვრებელი ფართები, სკოლა, ბაღი და სხვა ობიექტები. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქალაქის ეკონომიკის განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ამ თვალსაზრისითაც არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული პროექტის პირველი ფაზის წარმატებით განხორციელებაში, მადლობა პროექტის ავტორებსა და არქიტექტორებს, რომელთა პროფესიონალიზმი აისახა ამ პროექტის წარმატებაში, ასევე, მადლობა მშენებლებს, ინჟინრებს, ტექნიკურ პერსონალს - ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა იმისათვის, რომ პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა კიდევ ერთხელ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის მეორე ფაზა ასეთივე წარმატებით განხორციელდება. ყველას მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. 2028 წელს დასრულდება პროექტის მეორე ფაზა და ყველას წინასწარ გილოცავთ ამ მნიშვნელოვანი საქმის დაწყებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე, ირაკლი კობახიძის თქმით, „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ისახავს, აღნიშნული პროექტით 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი აშენდება, რომლითაც 1077 ოჯახი ბინას მიიღებს“.

„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. იწყება „ოცნების ქალაქის" მშენებლობის მეორე ეტაპი. ეს პროექტი არის ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი გამორჩეული მიღწევა, რომელიც ადასტურებს, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის მოქალაქეებზე, ადამიანებზე ზრუნვა. „ოცნების ქალაქი“ უპრეცედენტო სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სათანადო საცხოვრებელი პირობების შექმნას ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც წლების განმავლობაში მძიმე პირობებში უწევდათ და სამწუხაროდ, დღემდე უწევთ ცხოვრება. პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა, აშენდა სამი 12-სართულიანი კორპუსი, სადაც უკვე 582 ოჯახი დაბინავდა, 800-მდე ბავშვს მიეცა შესაძლებლობა, გაიზარდოს ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში.

დღეს ვიწყებთ უკვე ამ პროექტის მეორე ეტაპს, რომელიც კიდევ უფრო მასშტაბური და ამბიციურია. ახალი გეგმის მიხედვით, 19 407 კვადრატულ მეტრ ფართობზე აშენდება 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. ახალი ბინები სრულად იქნება აღჭურვილი გაზმომარაგების, წყლის, წყალარინების და ყველა საჭირო მომსახურება იქნება უზრუნველყოფილი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Тбилиси
გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება
გლდანის რაიონის გამგეობის მიერ სარაჯიშვილის გამზირის N15 კორპუსის მიმდებარედ შიდა ეზო წესრიგდება.
 
პროექტის ფარგლებში, 1050 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. 130 000 ლარამდე დაიხარჯება სამუშაოებისთვის, რომლის ფარგლებშიც ორი ფენა ასფალტის საფარი დაიგება და მოეწყობა ბორდიურები.
 
აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, სამივე სადარბაზოში 172 გრძივი მეტრზე წყალარინების შიდა და გარე ქსელი შეიცვალა, რისთვისაც 39 750 ლარი დაიხარჯა.
 
საგზაო სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს წევრ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати