USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო გარე დაკვეთით
дата:  526

სააკაშვილის რეჟიმი თქვენთვის არის საკუთარი ქვეყანა, ჩვენთვის სააკაშვილის რეჟიმი საკუთარი ქვეყანა არ არის, პირიქით, ქვეყნის სირცხვილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს და აღიარეს.

„თქვენი პარტიის ლიდერია და გასაგებია, რომ განსხვავებული დამოკიდებულება გაქვთ. ხედავდით გუშინწინ გამოწვევებს NGO-ების დაფინანსებაშიც კი, მაგრამ ვერ ხედავთ პრობლემას იმაში, რომ მაშინდელმა რეჟიმმა ამ ქვეყანაში ომი დაიწყო და ომი სწორედ გარე დაკვეთით გააჩაღა. ომი სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო, რასაც მოგვიანებით, თვითონ სააკაშვილის რეჟიმის ლიდერებმა ხელი მოაწერეს. ალბათ, იცნობთ ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც გარკვევით წერია, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო და მერე იქვე წერია, რომ ამას რუსეთის საპასუხო შეტევა მოჰყვა“,- განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ამის თაობაზე არსებობს არაერთი აღიარებითი ჩვენება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და არსებობს ასევე „ტალიავინის დასკვნა“.

„თქვენი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუსტად იმავეს აცხადებდა, ამის გამო, თქვენ ის „მოღალატედ“ გამოაცხადეთ 2018 წელს. სალომე ზურაბიშვილს ზუსტად იგივე აქვს ნათქვამი, რასაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა, რომ 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები სწორედ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა დაიწყო“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არაღიარების პოლიტიკას პრობლემა ვერ შეუქმნა იმ ფაქტმა, რომ „თვითონ დანაშაულის ჩამდენმა რეჟიმმა თავად აღიარა საკუთარი დანაშაული“.

„როგორ შეიძლება ფაქტის კონსტატაციამ რაიმე პრობლემა შეიძლება შეუქმნას ამ კუთხით?! 4 სახელმწიფოს ჰქონდა სააკაშვილის რეჟიმის პირობებში აღიარებული ე.წ. დამოუკიდებლობა და ეს 4 დარჩა ოთხად სწორედ ჩვენი პოლიტიკის გამო“, -განაცხადა კობახიძემ.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати