USD 2.6125
EUR 3.0412
RUB 3.0496
Tbilisi
ირაკლი კობახიძე - მერვედფინალისთვის მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, განვაგრძობთ მუშაობას, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება
Date:  

ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება.

„მე კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. ძალიან დიდია ინტერესი ამ მატჩის მიმართ. ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი. უკვე გაყიდულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება იმდენად დიდია ინტერესი და გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია დიდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაესწროს თამაშს. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას გუნდისთვის, როდესაც არის აქტიური ქომაგობა შენი თანამემამულეების მხრიდან. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მოახერხოს გერმანიაში გამგზავრება ამ მატჩზე დასასწრებად", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება.

World
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way