ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება.
„მე კიდევ ერთხელ მინდა ვუსურვო წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს. ძალიან დიდია ინტერესი ამ მატჩის მიმართ. ჩვენ მივიღეთ სასწრაფო წესით გადაწყვეტილება მერვედფინალისთვის ფრენების სუბსიდირების თაობაზე. ბილეთები დაიდო გასაყიდად და მყისიერად გაიყიდა ყველა ბილეთი. უკვე გაყიდულია და აქედან გამომდინარე, ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ მოხერხდეს დამატებითი რეისების დასუბსიდირება იმდენად დიდია ინტერესი და გარდა ამისა, ჩვენი ინტერესია დიდი, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი დაესწროს თამაშს. ეს ქმნის, რა თქმა უნდა, საკმაოდ მნიშვნელოვან უპირატესობას გუნდისთვის, როდესაც არის აქტიური ქომაგობა შენი თანამემამულეების მხრიდან. აქედან გამომდინარე, შესაძლებლობის მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ქართველმა მოახერხოს გერმანიაში გამგზავრება ამ მატჩზე დასასწრებად", - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, მანამდე საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ საქართველო-ესპანეთის მერვედფინალურ მატჩზე დასასწრებად ქომაგებისთვის სუბსიდირებული 4 ჩარტერული რეისი განხორციელდება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.