USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ირაკლი კობახიძე - მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ?! უნდათ, არ უნდათ - კარგად იყვნენ
Date:  841

მათთან ვაჭრობას არ ვაპირებთ, უნდათ?! უნდათ. არ უნდათ - კარგად იყვნენ,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, მიმდინარეობს თუ არა ფასილიტატორებისგან დამოუკიდებელი მოლაპარაკებები “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ევროპულ საქართველოსთან”. ამასთან, კობახიძე იმედოვნებს, რომ ეს ორი პარტია პარლამენტში არ შევა.

“მე იმედი მაქვს, რომ ყველა არ შემოვა პარლამენტში. იმედი მაქვს, ოპოზიციის რადიკალური ნაწილი პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი. ეს არის “ნაცმოძრაობის” რადიკალური ფრთა ანუ სააკაშვილის ხაზი და მელიას ხაზი და “ევროპული საქართველო”. დიდი იმედი მაქვს, ისინი პარლამენტში არ იქნებიან წარმოდგენილები. რაც შეეხება სხვებს, ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სხვა პოლიტიკური ძალები იყვნენ პარლამენტში წარმოდგენილები”,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ფასილიტატორების გარეშე მოლაპარაკებებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ხუთზე მეტ ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს.

“ჩვენ დიპლომატებმა გვთხოვეს ასეთი კონსულტაციების წარმართვა და თითქმის ყველა პარტიასთან გვქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ასეთი ტიპის ორმხრივი კონსულტაციები. იყო თითქმის ყველა პარტია, ერთი ან ორი პარტიის გამოკლებით, ვისთანაც ასეთი კონსულტაციები არ იმართებოდა. ეს ყველაფერი გაგრძელდება და დაველოდებით მეხუთე რაუნდს, სადაც უნდა გაირკვეს, საით მიდის პროცესი”,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე პარტიებიდან რომელიმე პარლამენტში შევიდეს, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ამის სურვილი ბევრს აქვს, თუმცა “გავლენის ქვეშ არიან”.

“სურვილი აქვს ბევრს, მაგრამ ისინი არიან ამჟამად შანტაჟის და გავლენის ქვეშ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უკვე იქნებოდნენ პარლამენტში შემოსულები. მაგრამ გამომდინარე შემოსვლის ზოგადი სულისკვეთებიდან, ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი, რომ უახლოეს მომავალში ისინი პარლამენტში შემოვლენ”,- განაცხადა კობახიძემ.

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way