USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - გავრილოვი ძალიან კარგი პარტნიორია ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის
дата:  783

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ „გავრილოვი ოპოზიციის კარგი პარტნიორია და საზოგადოება კარგად ხედავს, ვინ აკეთებს საქართველოში რუსულ საქმეს“.

 

„გავრილოვი პერიოდულად აკეთებს ხოლმე ასეთ განცხადებებს, რაც ცხადყოფს, რომ ის არის ძალიან კარგი პარტნიორი ჩვენი რადიკალური ოპოზიციისთვის და ისინი ხმაშეწყობილად საუბრობენ იმ თემებზე, რომელზეც სურთ ყურადღების გამახვილება.

ჟარგონზე რომ ვთქვათ, ის ცდილობს „სატოპკეები“ აუწიოს ოპოზიციას, თუმცა, ამას ვერ ახერხებს, რადგან საზოგადოებამ ყველაფერი დაინახა, განსაკუთრებით ამ ერთი წლის განმავლობაში და საზოგადოება კარგად არჩევს იმას, თუ ვინ აკეთებს რუსულ საქმეს საქართველოში და ვინ აკეთებს დასავლეთის საქმეს. ეს ყველაფერი წინა ხელისუფლების და ჩვენი ხელისუფლების საქმიანობის შედეგებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლებამ ჩააბარა ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს, ასევე უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ- ეკონომიკური ობიექტები ჩააბარა, ეს იყო მათი მოღვაწეობის შედეგები და დასასრული. რაც შეეხება საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას, ჩვენ მივიწევთ წინ ევროკავშირისკენ, ნატო-სკენ,"- განაცხადა კობახიძემ.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати