USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
ირაკლი კობახიძე - დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტი ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი
თარიღი:  692

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი.

როგორც კობახიძემ ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის მესამე რაუნდის შემდეგ განაცხადა, არსებობს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მიეცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე.

„ჩვენ წინასწარ ვერ გვექნება მოლოდინი რვავე პარტიასთან დაკავშირებით, მაგრამ იმედი გვაქვს რვავე პარტია მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. თუმცა, ყველა შემთხვევაში, რვა იქნება, შვიდი თუ ექვსი, დარწმუნებული ვარ მომავალ წელს ყველა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტი. ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები, რომ მეტი შანსი მივცეთ დროის თვალსაზრისით პოლიტიკური პარტიებს, რომ ჩამოყალიბდნენ საკუთარ პოზიციაზე საქართველოს პარლამენტში შესვლაზე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მოთხოვნას, რომ შემდეგ რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი მივიდეს, კობახიძემ განაცხადა „ვინ მივა მოლაპარაკებებზე, ამას წყვეტენ პოლიტიკური პარტიები“.

„გადაწყვეტილება მიღებული იყო ჩვენი პარტიიდან, რომ ვყოფილიყავით არჩილ თალაკვაძე და მე“, - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მესამე რაუნდში თავად კობახიძის ჩართვის საჭიროებას, როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ჰყავს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ განსახილველი იყო იურიდიული საკითხები, გამონაკლისის სახით დაუშვეს, რომ მოლაპარაკებებს ირაკლი კობახიძეც დასწრებოდა.

„პრინციპი იყო ის, რომ ერთი პარტიიდან ერთი წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ ბევრი იურიდიული საკითხი იყო განსახილველი. როცა არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა ამ შეხვედრებს, ის მთლიანად პარტიის პოზიციებს და ინტერესებს წარმოადგენდა. ახლა იყო ბევრი იურიდიული საკითხი, რასაც სჭირდებოდა ნიუანსებში განხილვა, აქედან გამომდინარე გამონაკლისი დაუშვეს „ქართული ოცნებისთვის“ და ორნი ვიყავით წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის