USD 2.7025
EUR 3.1114
RUB 3.3136
თბილისი
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები - დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%
თარიღი:  

პრემიერ-მინისტრის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებზე, რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმის მიუხედავად, საარჩევნო პროცესი არსებითად მშვიდ ვითარებაში წარიმართება.

როგორც კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, წინასაარჩევნოდ, შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო.

„ჩვენ საარჩევნო კამპანია უკვე გავხსენით და აქტიურად ვემზადებით 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი საარჩევნო პოზიციები. დღევანდელი მოცემულობით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა ეს გარემოება არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას და უფლებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მაღალი შედეგი მივიღოთ. ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ლეგიტიმაცია იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარება და საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში. სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რომელსაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე. იცით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წარსულს ჩააბარა არჩევნების გაყალბების პრაქტიკა, რომელიც წინა ხელისუფლების ხელწერის ერთ-ერთი მთავარი შტრიხი იყო. „ქართული ოცნება“ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან პირობებში.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ -ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. ასეთი თავდასხმა განხორციელდა ბექა ოდიშარიაზე, „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის, პაპაშვილის მიერ. ასევე, ჯანდაცვის მინისტრს დაესხა თავს „ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებული ერთ-ერთი „ენჯეოს“ წარმომადგენელი ჩხობაძე. დაჩი ბერაიას დაესხა თავს ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი ანანია, რომელმაც, როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით გაითქვა სახელი. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები. სამწუხაროდ, მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როცა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, ყველა მათი პარტია ერთად 30% -საც ვერ აგროვებს, ისინი ორმაგად არიან მოტივირებულები, რომ მოაწყონ ასეთი ტიპის პროვოკაციები, ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის