USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
ირაკლი კობახიძე - ბიძინა ივანიშვილი არის ფინანსური შანტაჟის ქვეშ, მასზე მოქმედებს დე ფაქტო სანქციები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ საქართველო იქცეს მეორე ფრონტად
Date:  637

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ფინანსური შანტაჟის ქვეშაა, რის უკანაც დგას მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო მეორე ფრონტად იქცეს.

როგორც ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღნიშნა, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც Credit Suisse ბიძინა ივანიშვილის მიმართ ახორციელებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ფინანსური შანტაჟის ქვეშაა, მასზე დე ფაქტო სანქციები მოქმედებს. ამ ყველაფრის უკან დგას ჩვენი ქვეყნისკენ მომართული მანკიერი ინტერესი, რომ საქართველო მეორე ფრონტად იქცეს. როცა საქმე სასამართლო პროცესებს ეხება, იქ მოსამართლეს თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ეს არის თეთრი ძაფით ნაკერი საქმე - ადამიანს საკუთარ ანგარიშზე უბრალოდ წვდომა არ აქვს, რაც წარმოუდგენელი მოვლენაა. საქმე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბანკს ეხება, აქედან გამომდინარე, ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, თუ რასთან არის დაკავშირებული ის თავხედური ქმედება, რომელსაც Credit Suisse ბიძინა ივანიშვილის მიმართ ახორციელებს. მას საკუთარ ანგარიშზე წვდომა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეუზღუდეს, ანგარიში გაძარცვეს და ეს ყველაფერი 2008 წლიდან იწყება. ბიძინა ივანიშვილის ანგარიშს ძარცვავენ მას შემდეგ, რაც მან მიხეილ სააკაშვილს საპრეზიდენტო არჩევნების ტოტალური გაყალბების შემდეგ ყოველგვარ კომუნიკაციაზე უარი უთხრა. სასამართლოს გადაწყვეტილებაც ამის აღიარება იყო. რა თქმა უნდა, ამის უკან ყოველთვის იდგა და ახლაც დგას ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მომართული მანკიერი პოლიტიკური ინტერესები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის ლაშა კალანდაძის ინფორმაციით, ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ადვოკატის განმარტებით, გადაწყვეტილების თანახმად, Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას ლაშა კალანდაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„რამდენიმე წუთის წინ ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse Life (Bermuda) Limited-ს დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ“,- განაცხადა ლაშა კალანდაძემ

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way