USD 2.7010
EUR 3.1496
RUB 3.4885
თბილისი
ირაკლი კობახიძე - აშშ-ში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება
თარიღი:  516

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, აშშ-ში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება. ამის შესახებ კობახიძემ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით ახალი პროექტის წარდგენისას განაცხადა.

"უახლოეს მომავალში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება აშშ-ში ქალაქ სანფრანცისკოში სილიკონის ველზე, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართულ სტარტაპებს განვითარებაში. და იქნება ერთგვარი ხიდი ქართულ სტარტაპებს, წამყვან ვენერულ ფონდებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის", - თქვა კობახიძემ.

მსოფლიო
რომის პაპი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს

რომის პაპი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ნიკოლას მადუროს გადაყენების მიზნით ვენესუელაში სამხედრო ძალა არ გამოიყენოს.

რომის პაპის ლეო XIV-ს განცხადებით, თუ აშშ-ს ვენესუელაში ხელისუფლების ცვლილება სურს, მაშინ „დიალოგის ან ეკონომიკური ზეწოლის“ გამოყენება უმჯობესი იქნება.

„დიალოგის, ან შესაძლოა ზეწოლის, მათ შორის ეკონომიკური ზეწოლის გამოყენების გზების მოძებნა უმჯობესია“, - განაცხადა რომის პაპმა.

ასევე, მისი თქმით, ვენესუელასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის გზავნილები ხშირად გაურკვეველია.

„ერთი მხრივ, როგორც ჩანს, პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი იყო. მეორე მხრივ, არსებობს იმის საფრთხე, რომ სამხედრო ოპერაცია იქნება. აშშ-დან გზავნილები ხშირად იცვლება“, - აღნიშნა რომის პაპმა.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის