USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Тбилиси
ირაკლი კობახიძე - აშშ-ის ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება - მან თქვა, რომ ოთხი ადამიანი, ჩვენი ღირსეული ოთხი კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას
дата:  397

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა, როდესაც თქვა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატი ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვერც გაიზიარებს და ვერც ლოიალურად შეაფასებს.

„კიდევ ერთხელ განვმარტავ ჩვენს პოზიციას, რაც შეეხება თვითონ დეტალებს, არაერთი განცხადება, წერილი გავრცელდა, უამრავი დეტალი იყო ამ განცხადებებში. რა თქმა უნდა, ჩვენ თავს ვიკავებდით და თავს ვიკავებთ ახლაც ამ დეტალების განმარტებისგან და ჩვენი პოზიციის დაფიქსირებისგან. აქ ძალიან მარტივად არის საქმე. ჩვენ ვერ შევალთ ამაში, თუ შევალთ, გამოდის, რომ რაღაცაზე უნდა ავიღოთ ჩვენი პასუხისმგებლობა და უნდა გავხდეთ იმ განცხადებების თანაავტორი, რომელიც გამოქვეყნდა, ამას ვერ გავაკეთებთ. ვერ შევალთ ამ დეტალებში, ვერ გავაკეთებთ ვერცერთ დეტალზე კომენტარს, ეს არის ზოგადი პოზიცია.

ელჩმა გააკეთა ძალიან უხეში და შეურაცხმყოფელი განცხადება. მან თქვა, რომ ოთხი ადამიანი, ჩვენი ღირსეული ოთხი კოლეგა ავრცელებს ტყუილებს და რუსულ დეზინფორმაციას. მე ვთქვი და იმავეს ვამბობ ახლაც, ჩვენ რომ ვფიქრობდეთ, ეს ადამიანები ტყუილის და რუსული დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან, სხვანაირი გამიჯვნა იქნებოდა. ამას კიდევ ერთხელ ვიმეორებ. რა თქმა უნდა, ამ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ჩვენ ვერც გავიზიარებთ და ვერც რამენაირად ლოიალურად შევაფასებთ“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, თავის დროზე ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ.

„როდესაც შეურაცხყოფას აყენებენ 4 ჩვენს კოლეგას, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტის წევრს, მარტო ხალხის მიერ არჩევაც არ არის აქ მნიშვნელოვანი, ამას გარდა, ამ ადამიანებს აქვთ საკუთარი ღირსეული წარსული. სოზარ სუბარი თავისი წარსულით, მისი დღევანდელობით, ასევე დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ეს ადამიანები თავის დროზე ქვეყნისთვის იბრძოდნენ და დღესაც ამ რწმენით მოქმედებენ“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკელი მაღალჩინოსნები სვამენ კითხვებს იმ პირთა მოტივის შესახებ, "რომლებიც განაგრძობენ ტყუილებისა და შეთქმულების თეორიების გამეორებას, რაც თანხვედრაშია პრორუსულ დეზინფორმაციასთან". დეგნანმა ასე უპასუხა კითხვას: ვინ და რა დგას “ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების თავდასხმების უკან და ხომ არ ჰქონია კომუნიკაცია ხელისუფლების პირველ პირებთან?

როგორც დეგნანი აღნიშნავს, არის კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ არ ემიჯნება ამ დეზინფორმაციას მმართველი პარტია და მთავრობა.

спорт
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати