USD 2.6223
EUR 3.0264
RUB 3.2281
თბილისი
ირაკლი კობახიძე - 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს
თარიღი:  798

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდაა ამისთვის გადამწყვეტი - 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, საქართველო რჩება მოწინავედ, არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება.

„ჩვენ აპრილში დაგვიფიქსირდა 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც არის კარგი, მაღალი მაჩვენებელი. 4 თვის საშუალო ზრდამ შეადგინა 8.8% და ამ თვალსაზრისით, ეკონომიკის ზრდის კუთხით, ჩვენი ქვეყანა რჩება მოწინავედ, არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით და ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისით განვითარების გაგრძელება. 2022-2024 წლებში, სამი წლის განმავლობაში საქართველოში 185 ათასით გაიზარდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა და მათი საშუალო ხელფასი 1300 ლარიდან გაიზარდა 2217 ლარამდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც ფიქსირდება ქვეყანაში აისახება მოსახლეობის ფართო ფენებზე. მთავარია, რომ ჩვენ ამ ტემპით გავაგრძელოთ წინსვლა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა სიღარიბის საბოლოოდ დაძლევა და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდაა ამისთვის გადამწყვეტი. შესაბამისად, მთელი ყურადღებით უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მომავალშიც სწრაფი ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანები. 2028 წლისთვის საპროგრამო ამოცანაა, რომ უმუშევრობა ჩამოსცდეს 4%-იან ნიშნულს, საშუალი ხელფასი გადასცდეს 3500 ლარს. ვფიქრობთ, რომ არსებული ტემპით მიზნები არის შესრულებადი. დანარჩენი არის თავიდან ბოლომდე ჩვენზე დამოკიდებული.

რაც შეეხება სიღარიბეს, აქაც გამოქვეყნდა ახალი მონაცემები. „საქსტატმა“ გამოაქვეყნა 2024 წლის მაჩვენებელი. 2023 წელს 11.8% იყო სიღარიბის მაჩვენებელი. ეს მაჩვენებელი 2024 წელს შემცირდა 2.4 პროცენტული პუნქტით. პირველად, 90-იანი წლებიდან მოყოლებული დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, 9.4%. მინდა შეგახსენით, რომ 2012 წელს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ხელისუფლება, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა 1.1 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელი უკვე ჩამოსცდა 350 ათასს. რა თქმა უნდა, წინსვლა არის აშკარა, თუმცა ჩვენი საბოლოო ამოცანაა სიღარიბის განულება ჩვენს ქვეყანაში. მივდივართ სწრაფი ტემპით ამ მიმართულებით. აქაც გვაქვს კონკრეტული საპროგრამო ამოცანა, გვინდა, რომ 2028 წლისთვის 4%-ს ჩამოსცდეს ეს მაჩვენებელი. ეს არის აბსოლუტურად რეალური. შესაბამისად, ამ ტემპით, საშუალოვადიან პერსპექტივაში შეგვიძლია აღმოვფხვრათ სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის