USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
ირაკლი კობახიძე - 20 იანვარს უნდა შედგეს აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები
Date:  539

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აშშ-ის მხრიდან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს.

„ასეთი პრაქტიკული დატვირთვა აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას არ ჰქონდა, ჩვენ არ გვქონდა არც პირდაპირი ფრენები, არც უვიზო მიმოსვლა, არც თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ, რაც ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდეს სტრატეგიული პარტნიორობიდან. ყველა მიმართულებით ჩვენ გვქონდა მცდელობა მთელი ამ წლების განმავლობაში, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო შემხვედრი ნაბიჯები. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, აქციების კუთხით ამ გადაწყვეტილებას დიდი ფასი არ აქვს. უბრალოდ ხდება ასეთი რამ, 20 იანვარს უნდა შედგეს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია და მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, მაქსიმალურად მძიმე ფონი დაახვედროს ჩვენს რეგიონში ახალ ადმინისტრაციას. ეს დიდ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე, როგორც კი ინაუგურაცია შედგება, ჩვენ მაქსიმალურ ძალისხმევას მივმართავთ იმისთვის, რომ გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way