USD 2.6480
EUR 3.0200
RUB 3.5526
Tbilisi
ირაკლი კობახიძე - BBC-მ იკადრა ტყუილი, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული - დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ თავის დროზე მათ, თუმცა მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას დაეყრდნენ
Date:  385

სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით -ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, - ამის შესახებ პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, „არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში“.

„სამწუხაროდ, BBC, რომელიც თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია იყო, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შს მინისტრი და სამინისტრო. მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში. თუმცა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, ამ შემთხვევაში BBC-მ, რაც არის სამწუხარო და დასანანი. როცა BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შსს გაავრცელებს ინფორმაციას და შსს კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ.

ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა.

ეს ნივთიერები არის შეძენილი 2009 წელს. რაც შეეხება კონკრეტულად დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შსს დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა BBC-მ. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. რა ნივთიერება იყო გამოყენებული ამაზე გიპასუხებთ შს მინისტრი. რაც შეეხება ნივთიერება „კამიტს“, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე. დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ თავის დროზე BBC-ის, თუმცა BBC დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ BBC-მ იმოქმედა როგორც „ფეიკ ტელევიზიამ“,- განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way