სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით -ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული, - ამის შესახებ პრემიერ -მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისივე თქმით, „არ შეიძლება BBC ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში“.
„სამწუხაროდ, BBC, რომელიც თავის დროზე მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია იყო, დღეს ასეთ სიცრუეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე, რა თქმა უნდა, შს მინისტრი და სამინისტრო. მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, BBC -ის ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC, საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იმავე სტანდარტებით, რომლითაც ხელმძღვანელობენ „ფეიკ ტელევიზიები“ საქართველოში. თუმცა ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები უარყოფითი გაგებით. მარტივი ტყუილიც შეიძლება იკადროს ტელევიზიამ, ამ შემთხვევაში BBC-მ, რაც არის სამწუხარო და დასანანი. როცა BBC კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. ამაზე შსს გაავრცელებს ინფორმაციას და შსს კიდევ ერთხელ მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ტყუილი იკადრა BBC-მ.
ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა BBC, ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას კარგად მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. როდესაც ასეთ ადამიანებს ეყრდნობა BBC, ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა.
ეს ნივთიერები არის შეძენილი 2009 წელს. რაც შეეხება კონკრეტულად დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შსს დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა BBC-მ. ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული ამაშია საქმე. BBC-მ იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით. რა ნივთიერება იყო გამოყენებული ამაზე გიპასუხებთ შს მინისტრი. რაც შეეხება ნივთიერება „კამიტს“, ნივთიერება „კამიტი“ საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე. დეტალური ინფორმაცია გავუზიარეთ თავის დროზე BBC-ის, თუმცა BBC დაეყრდნო მამა-შვილი ჩახუნაშვილების განცხადებას და არა ჩვენს პასუხს. ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ BBC-მ იმოქმედა როგორც „ფეიკ ტელევიზიამ“,- განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.
როგორც BBC-ი წერს, „საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს უჩიოდნენ მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.
BBC-ის ცნობითვე, ესაუბრნენ World Service-ი ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს სპეცრაზმის წარმომადგენლებსა და ექიმებს და აღმოაჩინეს, რომ „მტკიცებულებები მიუთითებს იმ აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს“.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/