USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
ირაკლი კირცხალია - საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის, ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე გამართავს ბრიფინგს, სადაც დეტალურად ისაუბრებს
Date:  566

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია.

როგორც მან "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელი უმრავლესობის სხდომა გაფართოებულ ფორმატში ჩატარდა, სადაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ სარჩელზე დეტალურად ხვალ, პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი პარლამენტში განცხადებას გააკეთებს და სარჩელის დეტალებზე ისაუბრებს.

„დღევანდელი უმრავლესობის სხდომა გაიმართა გაფართოებულ ფორმატში. მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ესწრებოდა. ესწრებოდნენ „ევროპელი სოციალისტები“, „ხალხის ძალა“. განსახილველი საკითხი იყო საკონსტიტუციო სარჩელი.

შემიძლია ვთქვა, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია. მზად არის სარჩელი. ხოლო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ შევჯერდით, რომ დღეს პარტიის ოფისიდან არ გაკეთებულიყო განმარტება და არ შევსულიყავით დეტალებში. ხვალ, დღის პირველ -ნახევარში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ბრიფინგს, სადაც შეჯერებულ და დასრულებულ სარჩელზე დეტალურად ისაუბრებს. ამ საკითხის ირგვლივ საუბრისგან დღეს თავს შევიკავებ, იქიდან გამომდინარე, რომ საკითხის განხილვაში მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ იყო ჩართული, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გამართოს ბრიფინგი“,- განაცხადა კირცხალიამ.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way