USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Тбилиси
ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის ერთიანი განაშენიანების გეგმას მერია შეისყიდის და მეპატრონები განახორციელებენ
дата:  1277

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, მოდერნიზების შემდეგ, მაქსიმუმ 3-სართულიანი სავაჭრო ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ ხმალაძემ ჟურნალისტებს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ხმალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი საკუთარი სახსრებით შეისყიდის ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმას და შემდეგ უკვე მესაკუთრეები თავისი სახსრებით დაიწყებენ ამ პროექტის განხორციელებას.

„მნიშვნელოვანია, რომ პროცესში, რომელიც მუნიციპალიტეტმა წამოიწყო, ჩართულია ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე არსებული ყველა უძრავი ქონების მესაკუთრე და მათთან კოორდინაციით ხდება მოდერნიზაციის პროცესის გეგმარება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 1 წლის წინ, როდესაც ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა დამტკიცდა, ამ გეგმის ფარგლებში ეს ტერიტორია უნდა დაგეგმარდეს ერთიანად და არა ცალ-ცალკე, თავისი კომუნიკაციებით, ახალი გზათა ქსელით, სავაჭრო და რეკრეაციული სივრცეებით და დაიწყოს ერთიანი მოდერნიზება. იცით, რომ ტერიტორიას ბევრი მესაკუთრე ჰყავს და ქაოტურად ხდებოდა „განაშენიანება“. ეს პროცესი შეწყდება. მუნიციპალიტეტი თავისი სახსრებით შეისყიდის ერთიანი განაშენიანების რეგულირების გეგმას და შემდეგ უკვე მესაკუთრეები თავისი სახსრებით დაიწყებენ ამ პროექტის განხორციელებას. რაც ყველაზე მთავარია, მოხდება ბაზრობის მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ბაზრობის გადატანა - არგადატანის საკითხიც უკვე ცხადი ხდება. აქ დარჩება თანამედროვე სავაჭრო სივრცე და ის ადამიანები, რომლებიც დღეს იქ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებენ, გააგრძელებენ ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ და უსაფრთხო გარემოში“, - განაცხადა ხმალაძემ.

რაც შეეხება ზეთებს, მეორად საბურავებს, ჯართს, ხმალაძე ამბობს, რომ „ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, რომელიც კანონით არის რეგულირებული“.

„ახლა მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო წესებზე მუშაობს და საკითხი გადაწყდება ისე, როგორი წესებიც დამტკიცდება. შეიძლება იქ, იმ ტერიტორიაზე აღარ გაიყიდოს კონკრეტული საქონელი და მოხდეს სხვა საქონლით რეალიზაცია“, - განაცხადა ხმალაძემ.

ხმალაძის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 1, 2 მაქსიმუმ 3-სართულიანი შენობის აშენება იგეგმება. ამასთან, ვიცე-მერი აცხადებს, რომ „ამას ბევრი წელი დასჭირდება“.

„ბაზრობის ტერიტორიას ჰყავს 12 მესაკუთრე, იურიდიული პირი ჰყავს და 12-ვე მათგანთან გუშინაც კი გვქონდა შეხვედრა. ძალიან მახარებს, რომ ეს კოლექტივი საკმაოდ გაგებით ეკიდება ამ პროცესს, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა და ინტერესები არ ეკვეთება ერთმანეთს. მთავარი პრინციპი რაზეც შევთანხმდით ის იყო, რომ ქაოტურ განაშენიანებას აღარ გააგრძელებენ. მნიშვნელოვანია ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობა გაგრძელდეს. განაშენიანება ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა ხმალაძემ.

общество
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати