USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
ირაკლი ხმალაძე: ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არც ერთი მარცვალი არ არის
Date:  922

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში გასულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მინდა გამოვეხმაურო „მთავარი არხის“ სიუჟეტის ანონსში ჩემს შესახებ გასულ აბსოლუტურ სიცრუეს. სიუჟეტის ანონსში „მთავარი არხის“ ე.წ. „წყარო“, შეცვლილი ხმით ჰყვება აბსურდულ ისტორიას, თითქოს მე, თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე, დაბარებული ვიყავი სუს-ში გამოკითხვაზე, სადაც დამაკავეს და მხოლოდ თბილისის მერის ჩარევის შემდეგ გამათავისუფლეს.

ამ სიუჟეტის ანონსის ნახვის შემდეგ, მე დავუკავშირდი „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, რომელიც აღნიშნულ სიუჟეტზე მუშაობდა. მე მას განვუმარტე, რომ ჩვენი საუბარი იწერებოდა და რომ არასდროს, არც ერთ სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზე დაბარებული და მით უმეტეს დაკავებული, არ ვყოფილვარ და ყველაფერი რაც სიუჟეტის ანონსში იქნა გაშვებული, აბსოლუტური ტყუილი იყო.

ამავდროულად, ვურჩიე, რომ ეს სიცრუე არ გაევრცელებინათ! დაველოდები ეთერში სრული სიუჟეტის გასვლას და თუკი მასში ისევე დაუსაბუთებლად, ცალმხრივად და ცილისმწამებლურად იქნება წარმოდგენილი მოვლენები, როგორ შთაბეჭდილებასაც გასული ანონსი ცალსახად ტოვებს, მაშინ, როგორც ზემოთ ხსენებულ ჟურნალისტს განვუცხადე, მივმართავ სამართლებრივ გზებს!

კიდევ ერთხელ და ხაზგასმით ვაცხადებ, რომ სიუჟეტი, რომლის ეთერში გაშვებასაც „მთავარი არხი“ აპირებს, თავიდან ბოლომდე სიცრუეა და მასში სიმართლის არც ერთი მარცვალი არ არის!“, - წერს ირაკლი ხმალაძე.

society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way