USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Тбилиси
ირაკლი ხმალაძე - პანდემიის გამო, თბილისის შემოსავლები მნიშვნელოვნად არის შემცირებული
дата:  1068

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიის გამო, თბილისის მერიას საშემოსავლო ნაწილში პრობლემები აქვს. ამის შესახებ ხმალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ხმალაძემ აღნიშნა, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია.

„თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ეფექტურად მიმდინარეობს. მივყვებით იმ გეგმას, რაც არის დამტკიცებული, მაგრამ საშემოსავლო ნაწილში გვაქვს პრობლემები პანდემიის გამო, დაბალი ეკონომიკური აქტივობის გამო საგადასახადო ნაწილში შემოსავლები დაგეგმილზე მნიშვნელოვნად შემცირებულია. პრივატიზაციის მიმართულებას საკმაოდ ეფექტურად ვამუშავებთ. გეგმას ვასრულებთ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, სავარაუდოდ, მოგვიწევს საპრივატიზაციო გეგმის გაზრდა და საპრივატიაციო აქტივის კიდევ უფრო მობილიზება იმისთვის, რომ წლევანდელ ფინანსურ გამოწვევებს მუნიციპალიტეტმა სრულად უპასუხოს“, - განაცხადა ხმალაძემ.

თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა საპრივატიზაციო ქონება მოიძიონ.

„ყველას მინდა ვთხოვო სამსახურების მიხედვით, რომ საპრივატიზაციო თემები რაც გვაქვს, განსაკუთრებით ქონების მართვის სააგენტოს, მაქსიმალურად მოვიძიოთ რა შესაძლებლობები გაგვაჩნია, რომ საპრივატიზაციო გეგმა შევასრულოთ. ის გეგმა და დანაკლისი რაც გვაქვს შემოსავლების ნაწილში მაქსიმალურად მოვახერხოთ ამის დაბალანსება. ეს ყველაფერი აისახება ქალაქზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, იმ პროგრამებზე, რაც სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით გვაქვს, ამიტომ მაქსიმალური მუშაობა გვმართებს, რომ შემოსავლები როგორმე გავზარდოთ ქალაქის დასახმარებლად, იმ ადამიანებს და ოჯახებს, რომლესაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდებათ მუნიციპალიტეტის და ხელისუფლების თანადგომა“, - განაცხადა კალაძემ.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати