USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
ირაკლი ხელაძე - ნაძალადევის რაიონში დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის განხორციელება საზოგადოების სრული მხარდაჭერით მოხდება
дата:  855

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე ოპოზიციონერი კოლეგების კომენტარებს გამოეხმაურა და ნაძალადევის რაიონში დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება. მათ შორის, ნაძალადევის რაიონში დაგეგმილი მულტიფუნქციური პროექტის განხორციელებაა, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან არაერთი უარყოფითი გამოხმაურება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მოყვა.

„მინდა, საზოგადოებას განვუმარტო, რომ საუბარია ყოფილ ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე, სადაც ამჟამად ბეტონის და ლითონის კონსტრუქციების გროვაა და რომლის ჩანაცვლებაც იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურით’’,- განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისივე ინფორმაციით, პროექტის თანახმად, აღნიშნულ ტერიტორიას ორი მეტროსადგური-ნაძალადევის მეტრო და ვაგზლის მოედანი ესაზღვრება. პროექტის დასრულების შემდეგ კი იგეგმება ორი რაიონის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა და ახალი დამაკავშირებელი გზების მოწყობა. ასევე 4 ჰექტარ ფართობზე კი დენდროლოგიური სამუშაოებია გათვალისწინებული. ირაკლი ხელაძემ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პროექტს ოპოზიციამ ურბანული გენოციდი მხოლოდ იმიტომ უწოდა, რომ ეს ტერიტორია, ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მმართველობამდე, პარლამენტის წევრის ნინო წილოსანის ოჯახს ეკუთვნოდა.

„ნაძალადევის რაიონში ყველაზე მოძველებული ინფრასტრუქტურაა და მოსახლეობა ეკონომიკური პროექტების განხორციელებას ითხოვს, რისთვისაც ბიზნესის ხელშეწყობაა საჭირო. წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები წარმოდგენილ დოკუმენტაციაში იქნა გათვალისწინებული და ვფიქრობ, აღნიშნული ტერიტორიის განვითარება საზოგადოების სრული მხარდაჭერით მოხდება’’,- აღნიშნა საკრებულოს წევრმა, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულო ავრცელებს.

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати