USD 2.6932
EUR 3.2009
RUB 3.5273
თბილისი
ირაკლი ჯაფარიძე: ახალი ტექნოლოგია ნებისმიერ ვირუსს, მიკრობს და ბაქტერიას სპობს, როგორც ჰაერში, ასევე ზედაპირზე
თარიღი:  3358

ქართულ ბაზარზე ახალი ტექნოლოგიის, იაპონური ბრენდის, Ecom-ის სადეზინფექციო პროდუქცია გამოჩნდა, რომელიც აქამდე ნაცნობი, ტრადიციული საშუალებებისგან საკმაოდ განსხვავებულია და ეფექტურია ვირუსების წინააღმდეგ. მის შესახებ Ecom-ის ბრენდ-მენეჯერი, ონლაინ-რესურსის dp.ge-ს წარმომადგენელი, ირაკლი ჯაფარიძე გვესაუბრება.

– Ecom-ი უახლესი თაობის დეზინფექტანტია და გამოიყენება დახურულ სივრცეებში ვირუსების, მიკრობების, სოკოებისა და სხვადასხვა ბაქტერიების წინააღმდეგ, აგრეთვე ნებისმიერი უსიამოვნო სუნის გასაქრობად. ძალიან ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.

– რით განსხვავდება ის სხვა სადეზინფექციო საშუალებებისგან?

– პირველ რიგში ტექნოლოგიით. მოგეხსენებათ, ჩვენთვის აქამდე ნაცნობი დეზინფექტანტები უმეტესად თხევადი სახისაა, იშვიათად – აირის და მათი გამოყენება ხდება სხვადასხვა სივრცის, შენობების ან ნივთების ზედაპირის ან ჩვენი სხეულის მექანიკური დამუშავებით. მათი უმეტესობის ძირითადი ინგრედიენტი ეთილის სპირტის ბაზაზე დამზადებული ანტისეპტიკია. ისინი ამ ზედაპირის გასუფთავებას ახდენენ მიკრობებისა და ბაქტერიებისგან. მათი მოქმედება ერთჯერადი სახისაა, შესაბამისად მრავალჯერ გვიწევს გამოყენება, პრევენციის მიზნით. Ecom-ი მარტივად, ავტომატურად, გააქტიურებიდანვე მუდმივ რეჟიმში მოქმედებს, მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივია, 1-დან 3 თვემდე. ქლორის დიოქსიდი არის აქტიური ბრძოლის საშუალება ვირუსებთან, მიკრობებთან ( მ.შ. ალერგიის ძირითად გამომწვევებთან) , სოკოს და სხვა. Ecom-ი  24/7 ზე ანადგურებს ვირუსებს მათ “ბუნებრივ გარემოში”,ანუ ჰაერში.

– რაში მდგომარეობს ამ ტექნოლოგიის სიახლე და გარდა მოქმედების ხანგრძლივობისა, რა უპირატესობები გააჩნია სხვა სადეზინფექციო საშუალებებთან შედარებით?

–  მსოფლიოში ყველაზე ძლიერ და სწრაფად მოქმედ სადეზინფექციო საშუალებად ითვლება ქლორი და მის ბაზაზე დამზადებული დეზინფექტანტები, ის ბაქტერიებისა და ვირუსების 99.9%-ს ანადგურებს. სწორედ ქლორი უზრუნველყოფს სასმელი წყლის უსაფრთხოებას, ასევე აუზების წყლის. მას ვხვდებით ყველაზე პოპულარულ სარეცხ საშუალებებში (როგორც ქსოვილების, ასევე ჭურჭლის), ტუალეტისა და აბაზანის საწმენდ საშუალებებში და ა.შ. Ecom-ის პროდუქციის ძირითად ბირთვს კი ქლორის დიოქსიდის მყარი ფორმა წარმოადგენს. სწორედ ეს არის ტექნოლოგიური რევოლუცია, ვინაიდან აქამდე ქლორის მხოლოდ თხევადი და აირადი ფორმები იყო ცნობილი, რომლებსაც მოქმედების ძლიერი უნარი გააჩნიათ. Ecom-ის ბირთვი ქლორის დიოქსიდის თვითწარმომქმნელი ნაერთია, რომელიც ამ ბირთვიდან ჰაერში ვრცელდება უხილავად და მიმდებარე დახურულ სივრცეში არსებულ ნებისმიერ ვირუსს, მიკრობს, სოკოსა და ბაქტერიას სპობს, როგორც ჰაერში, ასევე ზედაპირზე. ქლორის დიოქსიდი ძლიერად ახდენს დაჟანგვას და ის არამარტო ბლოკავს მათ მოქმედებას, არამედ მათ ცილებს, სპორებსა და ცისტებს კლავს ანუ ისინი ვეღარ მრავლდებიან, ვრცელდებიან,  უჯრედში ვეღარ აღწევენ.

– მათ შორის კორონავირუსსაც კლავს?

– დიახ, მათ შორის კორონავირუსსაც, ღორის გრიპსაც, ქათმის გრიპსაც და სხვა ვირუსებსაც.

– სად და როგორ შეიძლება Ecom-ის პროდუქციის გამოყენება და რა უნდა გავითვალისწინოთ მისი ხმარებისას?

აუცილებლად ხაზგასასმელია, რომ ის დახურულ სივრცეებში მოქმედებს. ღია სივრცეებში და ასევე იმ ადგილებში, სადაც ხდება აქტიური განიავება, ბუნებრივია, ის ვერ იმოქმედებს, რადგან ის აირის სახით გამოიყოფა.

იაპონიაში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში, სადაც გამორჩეულად კარგად შეებრძოლნენ პანდემიას, ჩვენს მიერ შემოთავაზებული დამცავი საშუალებებით აღჭურვილია თითქმის ყველა ტაქსი, მიკროავტობუსი, სატვირთო მანქანა, საზოგადოებრივი ტუალეტი, კაფე-რესტორნები, ასევე საჯარო დაწესებულებები, მოლები (განსაკუთრებით გასახდელები), სამედიცინო მიღების და მანიპულაციის კაბინეტები, პატარა და მსხვილი ოფისები, ლიფტები და სხვა ნებისმიერი ადგილი სადაც ყოველდღიურად ათობით, ასობით ადამიანი გადაადგილდება.

თქვენ ალბათ იცით, სისუფთავისადმი შორეულ აზიაში განსაკუთრებული დამოკიდებულებაა.  რაც შეეხება ინდივიდუალური დაცვის ე.წ. “უხილავ ნიღაბს”, მას ატარებენ სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, ასევე ხანდაზმული ადამიანები.

იქ იმდენად მაღალი ტემპერატურაა და ტენიანობაა, კონდიცირების გარეშე არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია, გარდა ამისა, ხსენებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, აღნიშნული რეგიონი უაღრესად ნესტიანია, რის გამოც ნივთებს ხშირად უჩნდებათ ობი და სოკო; ამ პრობლემასაც უმკლავდება ქლორის ორჟანგი.

ძალიან მარტივი მოსახმარია, საკმარისია მისი მხოლოდ შეფუთვის გახსნა, რომ ის ავტომატურად გააქტიურდება და ვადის ამოწურვამდე მუდმივ მოქმედებაში იქნება.ძალიან პატარები და მსუბუქებია და აქვს მოსახერხებელი სამაგრები.

– რამდენად უსაფრთხოა მისი გამოყენება?

– Ecom-ის პროდუქცია არათუ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ყველა ნორმას, არამედ ეს მისი ტექნოლოგიის ერთ-ერთი უმთავრესი და უნიკალური თვისებაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დადგენილი სტანდარტებით, ჰაერში ქლორის უსაფრთხო კონცენტრაციის დასაშვები ნორმა 0.1 ppm-ს (part per million-ნაწილაკის მემილიონედი) შეადგენს, ხოლო Ecom-ის პროდუქტებიდან მისი გამოყოფის კონცენტრაცია 0.017 ppm-ია, რაც, როგორც ხედავთ, დასაშვებ ნორმასთან შედარებით ხუთჯერ და კიდევ უფრო მეტად ნაკლებია; ჩვილი ბავშვებისთვისაც კი სრულიად უსაფრთხოა! გარდა ამისა, აბსოლუტურად უსუნოა და პირიქით, ყველა უსიამოვნო სუნს სპობს, იქნება ეს ტუალეტის სუნი, საჭმლის ნარჩენების, ლპობის, სხვადასხვა გამონაბოლქვების თუ სიგარეტის კვამლის.

Ecom-ს გავლილი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის უსაფრთხოების A1 ტესტი, ეს სისტემაში უსაფრთხოების ყველაზე მაღალი დონეა. გარდა ამისა, ის სერტიფიცირებული და რეგისტრირებულია მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ოფიციალური მარეგულირებელი ორგანოების მიერ, აშშ-ს, იაპონიის, სინგაპურის და ა.შ.

– რა სახის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს, სად შეუძლიათ შეძენა და რამდენად ხელმისაწვდომია ფასები ქართველი მომხმარებლისთვის?

– გვაქვს როგორც შენობის შიდა სივრცეების სადეზინფექციო პორტატული მოწყობილობები: Ecom Stand და Ecom Room Mini, რომელიც ჩვეულებრივ, AA ელემენტებზე მუშაობს, აგრეთვე ავტომობილის სალონების (Ecom Car), სხვადასხვა სათავსოების, კარადების, საკვები პროდუქტების შენახვისთვის განკუთვნილი პროდუქტები (Ecom Box და Ecom Cool), აგრეთვე ინდივიდუალური მოხმარების EA Mask და EA Bear, ეს ძალიან მცირე ზომის სამაგრებია,  რომლებიც შეგიძლიათ ტანსაცმელზე ან ხელჩანთაზე მიიმაგროთ ან გულზე ჩამოიკიდოთ და ისინი უზრუნველყოფენ დახურულ სივრცეში თქვენს ირგვლივ 1-1.5 მეტრის რადიუსში არსებული ვირუსებისა და მიკრობების განადგურებას. გვაქვს ასევე Ecom Wash, რომელიც სარეცხის მანქანებისთვისაა განკუთვნილი.

რაც შეეხება ფასებს, პროდუქტის მოქმედების ხანგრძლივობის, მუდმივობის და ეფექტურობის გათვალისწინებით, საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასები აქვს, იწყება 25 ლარიდან ,შესაძლებელია მიტანა საქართველოს ნებისმიერ მისამართზე. 100 ლარზე ზევით შენაძენის შემთხვევაში მიტანა უფასოა.პროდუქციის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ  dp.ge -ზე.

მსოფლიო
ტრამპი: ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება

ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ივნისში, ირანის ბირთვული პოტენციალი გავანადგურეთ. ამას ხალხი 22 წელი ელოდა. მათ ბირთვულ იარაღამდე დაახლოებით ერთი თვე აშორებდათ. ეს უნდა გაგვეკეთებინა“, - განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ირანი აშშ-სთან შეთანხმებას გააფორმებს.

„ახლა ირანისკენ კიდევ ერთი მშვენიერი არმადა მიემართება. დიდი იმედი მაქვს, რომ შეთანხმებას გააფორმებენ. შეთანხმება პირველივე ჯერზე უნდა გაეფორმებინათ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ დამრტყმელი ჯგუფი ახლო აღმოსავლეთში ორშაბათს ჩავიდა. აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დამრტყმელი ჯგუფი სამხედრო მზადყოფნის შემოწმების მიზნით წვრთნებს ჩაატარებს.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა აშშ-სთან ახალი ბირთვული შეთანხმება უნდა დადოს, რომლის ფარგლებშიც თეირანი ურანის გამდიდრებას ვეღარ შეძლებს. 2025 წლის გაზაფხულზე აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. წერილის თანახმად, დონალდ ტრამპმა ირანს ორი თვე მისცა, რათა ბირთვული პროგრამა შეეჩერებინა. 2025 წლის აპრილში, ომანში აშშ-ისა და ირანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დაიწყო, რომელიც ივნისამდე გაგრძელდა. ირანმა ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ აშშ-ის მოთხოვნას მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-ს ახალ წინადადებას წარუდგენდა. გასული წლის 13 ივნისს ისრაელმა ირანში რამდენიმე სამხედრო ობიექტს დაარტყა, ხოლო ისრაელის იერიშების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ, აშშ-მა ირანში ბირთვული ობიექტები დაბომბა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის