USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილმა PSP-ს მეპატრონე კახა ოქრიაშვილს „დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი“ უწოდა და ონკოლოგიური წამლებზე ფასების ზრდაში დაადანაშაულა
თარიღი:  944

საქართველოს პრემიერ-მინისტრმი ფარმაცევტულ კომპანია PSP-ს ონკოლოგიური წამლების 200-300%-იანი ფასნამატით რეალიზებაში ადანაშაულებს. პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა PSP-ს დამფუძნებელს კახა ოქრიაშვილს „დესტრუქციული ძალის წარმომადგენელი“ უწოდა და განაცხადა, რომ ფასნამატების შემთხვევებზე სახელმწიფოს ძალიან მკაცრი რეაგირება ექნება.

„წამლების ფასი, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის იყო გამოწვევა, 60-80%-ით შემცირდა, მას შემდეგ, რაც ჩვენ თურქეთის ბაზარი გავხსენით. ამგვარად 200 მილიონი ლარი დაზოგა ქართველმა ხალხმა. რეფერენტული ფასები დავაწესეთ...

აქვე მინდა გამოვეხმაურო ამ დესტრუქციული ძალის ერთ-ერთ წარმომადგენელ კახა ოქრიაშვილის... კომპანია PSP, რომელმაც 2 დღის წინ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე 200-300%-იანი ფასნამატი გააკეთა და ეს რეაგირების გარეშე არ დარჩება. დაუყოვნევბლივ მოხდება რეაგირება და ძალიან მკაცრი შედეგები დაიდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის