USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილის რეპლიკას გუბაზ სანიკიძის მიმართ - სულგაყიდული მოღალატე ხარ, ამ უკანასკნელისგან დედის გინება მოყვა. რის შემდეგაც სანიკიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
თარიღი:  1501

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერ დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის შესახებ განაცხადა, რომ  "ნაციონალურ მოძრაობას მიეყიდა", რასაც გუბაზ სანიკიძემ გინებით უპასუხა.

"ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ალბათ ყველას. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა.  როგორ მიეყიდა "ნაციონალურ მოძრაობას" 100 000 დოლარად, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, რასაც გუბაზ სანიკიძის გაღიზიანება მოჰყვა. 

სანიკიძის რეპლიკის სანაცვლოდ კი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს "ნაძირალა" და "მოღალატე არაკაცი" უწოდა.

"შენ ხარ გაყიდული კაცი, შე ნაძირალა. სულგაყიდული მოღალატე ხარ შენ. გუბაზ სანიკიძის ნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს იქნებიან ხელისუფლების წარმომადგენლები", - მიმართლა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბაზ სანიკიძეს. 

პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძეს კიბეებთან დაედევნენ. ღუდუშაურმა სანიკიძეს ფეხი მოუქნია.

ფიზიკური დაპირისპირება „ქართული ოცნების“ წევრებსა და გუბაზ სანიკიძეს შორის მოხდა. დაპირისპირებაში „ოცნების“ დეპუტატები დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური მონაწილეობდნენ.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის