USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა
Date:  
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენი.
ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა სხდომის მონაწილეებს საბჭოს საქმიანობისა და წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პერსპექტივები და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად და მიესალმებიან ამ მიმართულებით პარტნიორების მხარდაჭერას.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობას საქართველოს ეკონომიკის გაძლიერების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს და მიღწეული მაჩვენებლები ისტორიულია.
სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქართველოში განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირების საკითხებზე.
განსახილველ საკითხებს შორის იყო აგრეთვე ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა.
World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way