USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს ეწვია
თარიღი:  
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ეწვია პეკინში, Huawei-ის სადემონსტრაციო ცენტრს.
მთავრობის მეთაურს კომპანიაში Huawei-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, დოქტორმა ლიანგ ჰუამ უმასპინძლა.
ირაკლი ღარიბაშვილმა კომპანიის საგამოფენო დარბაზი დაათვალიერა, რომელშიც წარმოდგენილია უახლესი ციფრული ტექნოლოგიები, როგორიცაა მეხუთე თაობის (5G) აპარატურა, ასევე გაეცნო ახალი ტექნოლოგიების რეალურ სამყაროში გამოყენებად აპლიკაციებს.
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ლიანგ ჰუამ განიხილეს საქართველოსა და Huawei-ის თანამშრომლობის პერსპექტივები სხვადასხვა სფეროებში.
 
ლიანგ ჰუამ გლობალურად მიმოიხილა Huawei-ის საქმიანობა და მისი 15-წლიანი მუშაობა საქართველოში. მან მოიწონა საქართველოს „ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგია" 2020–2025 წლებისთვის და ხაზი გაუსვა გაციფროვნების უახლეს ტენდენციებს, როგორიცაა სმარტნავსადგურები და ციფრული ენერგია.
 
ლიანგ ჰუამ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტული ცოდნის გამოყენებისათვის საქართველოს მიერ ახლახან გამოქვეყნებული „ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების გეგმის“ მხარდაჭერის ინტერესი გამოთქვა. მისი თქმით, კომპანიას უნდა წვლილი შეიტანოს საქართველოს ამბიციების აღსრულებაში, რომ შექმნას ციფრული, ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და სუფთა ენერგიის რეგიონული ჰაბები, რომლებიც აზიასა და ევროპას აკავშირებს.
 
1987 წელს დაარსებული Huawei არის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) ინფრასტრუქტურისა და სმარტმოწყობილობების წამყვანი გლობალური მწარმოებელი. Huawei-ს ჰყავს 207 000 თანამშრომელი და მუშაობს 170-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში. ის ემსახურება 3 მილიარდზე მეტ ადამიანს მთელ მსოფლიოში.
 
სადემონსტრაციო ცენტრის დათვალიერების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატივსაცემად გაიმართა ვახშამი.
 
 
მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის