თურქეთი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათი რჩება. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული რეჯეფ თაიფ ერდოღანი საპრეზიდენტო ფიცს დადებს და ქვეყნის მმართველობას კიდევ ხუთი წლით ოფიციალურად ჩაიბარებს.
ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომებია მიღებული. ფიცის დადების ცერემონია პარლამენტში გაიმართება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.