USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყანა მდიდრდება, ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს, ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს
дата:  338

ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ეკონომიკურ მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას ბოლო ორი წელია, აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე.

„ახლა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის განვითარებას. მე ამაზე ვისაუბრებ მხოლოდ ციფრებით და ფაქტებით. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა ბოლო ორი წელია იზრდება და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს. შედეგად, წლის ბოლოს უკვე 80 მილიარდი ლარი იქნება ჩვენი ეკონომიკა. რაც არის დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი. პერ კაპიტა ერთ სულ მოსახლეზე რომ გადავიანგარიშოთ, ეს არის 8 000 დოლარი. სულ რაღაც 2 წლის წინ ჩვენი ეკონომიკა იყო 50 მილიარდი ლარი, 2020 წელს. აქ არის ბატონი ფინანსთა მინისტრი და დამეთანხმება. ანუ, 2-3 წელიწადში გამოდის თითქმის 30 მილიარდ ლარიანი ზრდა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გავამყარეთ ეროვნული ვალუტაც, არის სტაბილური და ჩვენი ქვეყნის განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ისტორიულ მაქსიმუმზე არის ჩვენი ქვეყნის რეზერვები. ყოველ თვე ეროვნული ბანკი ყიდულობს ალბათ 200-300მილიონ დოლარს დაახლოებით. 5 მილიარდს გადააჭარბა ჩვენი ქვეყნის ეროვნულმა რეზერვებმა. ანუ, ქვეყანა მდიდრდება, ძლიერდება. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამით სტაბილურობას ვუწყობთ ხელს. ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, 220 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით ბოლო ორ წელიწადში. უმუშევრობა, სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე მეგობრებო“, - განაცხადა პრემიერმა.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати