USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი: ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მთავრობის სახელით ყველაფრისთვის
თარიღი:  482

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქედს იხრის იმ გმირი ქართველების წინაშე, ვინც გმირულად შეეწირა ამ იდეას.

„მინდა გმირ ვეტერანებს მივულოცო დღევანდელი დღე. ამ დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხების და ჩვენი გამარჯვების დღე მინდა მივულოცო ჩვენს ვეტერანებს. მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ქართველების, ჩვენი ხალხის როლი ამ დიდი სამამულო ომის გამარჯვებაში არის უდავოდ შეუფასებელი. 700 ათასი ქართველი მონაწილეობდა ამ ომში. აქედან ნახევარზე მეტი გმირულად შეეწირა ამ იდეას, რასაც ერქვა ფაშიზმზე გამარჯვება. ამიტომ კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირი ქართველების ხსოვნის წინაშე და ჩვენს გმირ ვეტერანებს მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენი მთავრობის სახელით ყველაფრისთვის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საზოგადოება
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის