USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება
Date:  311

ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე - “საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა - გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მიუხედავად მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება.

„მადლობა მინდა გადავუხადო მასპინძელი ქვეყნის, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მის უდიდებულესობა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ვიცე-პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს, დუბაის მმართველს, მის უდიდებულესობას შეიხ მოჰამმედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს და მასპინძელი მთავრობის პატივცემულ წევრებს. არაბთა გაერთიანებული საამიროები ყოველთვის მოწინავე ადგილს იკავებს ინოვაციების და წინსვლის კონტექსტში და ეს სამიტი არის კიდეც ქვეყნის ურყევი ერთგულების ნიშანი გლობალური თანამშრომლობის მიმართულებით.

წლევანდელი სამიტის თემაა მომავლის მთავრობათა ფორმირება და განსაკუთრებით აქტუალურია ტექნოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური წინსვლის ახალი ერის მოლოდინში.

დღევანდელი შეკრება თქვენს წინაშე გამოსვლის შესაძლებლობას მაძლევს იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი შევქმნათ. ჩვენს მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი და ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხისთვის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

ჩვენ ეფექტური და ქმედითი პოლიტიკა შევიმუშავეთ და ჩვენი ხედვა გულისხმობს ძლიერ მოქმედებას მიუხედავად იმ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობისა და გლობალურად ეკონომიკური შემცირებისა, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. ჩვენმა მთავრობამ ეროვნულ დონეზე წამოიწყო მრავალმხრივი ძალისხმევა საჯარო აქტივებში ინვესტიციების გაზრდის მიზნით. მთავრობის ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის გამო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ფინანსური მომსახურების, მშენებლობის, ენერგეტიკის და სერვისების სფეროში, ტურიზმის ჩათვლით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია გაგრძელდა 2022 წელს. 10.5%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წელს 10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. „საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ პროგნოზით, 2023 – 2027 წლებში საქართველოს ყველაზე მაღალი ზრდა ექნება რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის და ეს წლიურად საშუალოდ 5 % იქნება,“- განაცხადა პრემიერმა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way