USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი მაკროფინანსურ დახმარებაზე - ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი
дата:  452

ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ მათ (ევროპარლამენტარებს) აინტერესებთ რეალურად ვითარებაში და არსში გარკვევა, მათ უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. ქართველ ხალხს სრული პასუხისმგებლობით ვეუბნები: ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებით სესხის აღებაზე ვთქვით უარი. ამ სესხმა (75 მილიონი ევრო) ძალიან დიდი პოლიტიკური წონა შეიძინა და სპეკულირების საფუძველი გახდა. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და თავი შევიკავეთ სესხის აღებისგან“, - განმარტა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკავშირის სესხის მეორე ნაწილის აღებისგან.

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати