USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, არის მართლაც უპრეცედენტო, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რაც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი
თარიღი:  461

ირაკლი ღარიბაშვილი: ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რაც არის ჩვენი ქვეყნის განვითარების საფუძველი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.

„ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როდესაც არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები. შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ბოლო ათი წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო, ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი, სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის