USD 2.6181
EUR 3.0205
RUB 3.1583
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი: ამ თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული
дата:  883

ასეთი გონორით ნუ ლაპარაკობთ აქ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მთავრი არხის“ ჟურნალისტის, კითხვას: „ომი 8 აგვისტოს დაიწყო თუ 7 აგვისტოს?“. ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა ომის დაწყებას და ეს დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიციაა.

„ასეთი გონორით ნუ ლაპარაკობთ აქ, თქვენ აქ გმირი ოჯახების წინაშე ხართ. თარიღებით სპეკულირება არის სირცხვილი, ფაქტებზე და შედეგებზე ილაპარაკეთ, შედეგი კი არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და, შესაბამისად, ამაზე ვილაპარაკოთ და იმაზე ვიფიქრო, თუ როგორ დავძლიოთ დეოკუპაცია. თქვენი ხელისუფლება, სააკაშვილის და თქვენი ლიდერის, მფლობელის და მაკონტროლებელის ხელისუფლება ყოველთვის 8 აგვისტოს აღნიშნავდა, ეს იყო ასე ვთქვათ, დამკვიდრებული პრაქტიკა და ტრადიცია. შესაბამისად, მე გთხოვთ, რომ ისეთი თემები როგორიც არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ჩვენი დამოუკიდებლობა, ომი, ტრაგედია, ამ ერთ დღეს მაინც შეწყვიტეთ ეს პოლიტიკური სპეკულაციები“, - განცხადა ღარიბაშვილმა.

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати