USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება
дата:  445

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება. ამის შესახებ ნათქვამია ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ მიმართვაში, რომელშიც ის კორონავირუსთან ბრძოლის 1 წელს აფასებს.

„მართალია, მსოფლიოში ვაქცინის დეფიციტმა გაართულა ჩვენი მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩვენი მთავრობა, თითოეული უწყება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ პირველი დოზები რაც შეიძლება მალე მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ვითარება ნამდვილად იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს და რეგულაციების უმეტესობა შევამსუბუქეთ, ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება. ჩვენ ვსწავლობთ ვირუსთან თანაცხოვრებას. მჯერა, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ დაუშვებელია ყურადღების მოდუნება და დაწესებული რეკომენდაციების უგულებელყოფა“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს ესაუბრა. უწყების ცნობით, ღარიბაშვილმა მას საქართველოში ვაქცინაციის დასაწყებად მეტად აქტიური მხარდაჭერა სთხოვა.

რაც შეეხება თავად ვაქცინაციის პროცესს. ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, როდის შემოვა საქართველოში პირველი ვაქცინა. ამირან გამყრელიძემ გუშინ თქვა, რომ კოვაქს-პლატფორმიდან სრული თანხმობა იყო „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით, თუმცა ამან დროში გადაიწია.

რაც შეეხება „ასტრაზენეკას“, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველო ვაქცინას მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ელოდება, თუმცა მას იმედი აქვს, რომ „თუ არ გვიმტყუნეს, საქართველო „ასტრაზენეკას“ ვაქცინას თავად მწარმოებლისგან მიიღებს“.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати