USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი: 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 100 მილიონი ლარი გამოიყოფა
дата:  701

2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს. ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ 100 მილიონი ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას. ბაკურიანში მოეწყობა თხილამურებით რბოლის მოედანი. თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს უკვე გამოყოფილია 25 მილიონი ლარი. ჯამში 100 მილიონი ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати