საპარლამენტო ასამბლეა შედგება ადამიანებისგან, რომელთაც აერთიანებთ თავისუფლების, სოლიდარობის ღირებულებები, ეს ღირებულებები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, ამ რთულ პერიოდში, რომელშიც იმყოფება მსოფლიო, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს თავის მხრივ გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას და ჩვენი ვალდებულებაა ეს ეტაპი გადავლახოთ მოთმინებით, გონიერებით და შევინარჩუნოთ მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და საშუალებას მივცეთ ქვეყანას განვითარდეს. საქართველომ პირველივე წლიდან, რაც მოხდა მისი დამოუკიდებლობის აღდგენა, მიზნად დაისხა ევროინტეგრაცია და ამ გზას ჩვენ მივუყვებით დიდი სიმტკიცით და ენთუზიაზმით. ამ ეტაპზე ველოდებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენის მხრივ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევასრულოთ რეკომენდაციები, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა და იმედი გვაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გაერთიანდება ევროპულ ოჯახში“, - აღნიშნა პრემიერმა.