USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება
თარიღი:  616

შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღარიბაშვილმა უპასუხა კითხვას, არის თუ არა მზად სასამართლო სისტემის რეფორმისთვის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებისა და დაკავებული ოპოზიციის ლიდერის გასათავისუფლებლად და აღნიშნა, რომ მისი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ სასამართლოს რეფორმა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„სასამართლო რეფორმა კრიტიკული მნიშვნელობისაა ჩვენთვისაც. ვალდებულება გვაქვს ნაკისრი სასამართლო სისტემის რეფორმაზე. ბევრი მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს ამ კუთხით. არ ვაჭარბებ, 2012 წელს რომ მოვედით, კატასტროფული სიტუაცია იყო, ბევრი რეფორმა განხორციელდა.

რაც შეეხება კითხვას, რომელიც ეხება პოლიტიკოსი პატიმრების გამოშვებას. პოლიტიკოსობა მიზეზი არაა, რომ გამოვუშვათ ვინმე. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ამიტომ, ჩემი გადასაწყვეტი არაა, როდის ან როგორ გამოუშვებს ვინმეს სასამართლო. ესაა სამართლის უზენაესობა, სასამართლოს გადაწყვეტილება, ვინმე გაუშვას პატიმრობაში თუ გაათავისუფლოს.

რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ჩემი პრეროგატივა არაა, გადავწყვიტო, როდის ჩატარდება არჩევნები. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ეუთომ“, „ოდირმა“, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა აღიარა, რომ არჩევნები კონკურენტული, სამართლიანი და თავისუფალი იყო. შემდეგი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის