USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Тбилиси
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველო აღმოსავლეთის ლუქსემბურგად უნდა ვაქციოთ
дата:  508

ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული გეგმა ამის თაობაზე უახლოეს თვეებში იქნება წარდგენილი.

"ბრალი დამდეს, თითქოს ჩემს პოლიტიკასა და ხედვებთან შეუსაბამობაში; ზაფხულში დავაანონსე, რომ აქტიურად ვამუშავებთ გონიოს პროექტს დ ამის თაობაზე რამდენიმე თვეში საზოგადოებას ვაცნობებთ. გონიოს პროექტი არის აბსოლუტურად სხვა. ჯერ ერთი, მე განვმარტე, რომ Land Casino-ებს არ ვეხებით, ეს ონლაინ-კაზინოებზეა, მთავარი პრობლემა ეს არის. 2-3 ლარით ახალგაზრდა და მით უმეტეს სოციალურად დაუცველი კაზინოში ვერ შევა და ეს პრობლემა არ არსებობს. ჩემი იდეაა, გონიოში გაკეთდეს სპეციალური ეკონომიკური ზონა, მათ შორის ფინანსური ცენტრი, სათამაშო ქალაქიც შეიძლება იყოს. მულტიფუნქციური ქალაქი უნდა გაშენდეს გონიოში, სადაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს. ამის თაობაზე გეგმას უახლოეს თვეებში წარმოვადგენთ. მიმდინარეობს მუშაობა გენერალურ გეგმაზე, ვარჩევთ საუკეთესო უცხოურ კომპანიებს, რომლებიც გააკეთებენ გონიოს განვითარების გენერალურ გეგმას და რეალურად ახალი ქალაქი უნდა ავაშენოთ გონიოში. იქ შეიძლება იყოს ყველაფერი, მათ შორის Gambling city უნდა გაკეთდეს, შეიძლება იყოს კაზინოებიც, ფინანსური ცენტრებიც, ბანკებიც, ოფისები, საცხოვრებელი აპარტამენტები, სასტუმროები და ა.შ. ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ. რა თქმა უნდა, ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი დრაივერი და მამოძრავებელია ჩვენი ეკონომიკის, ჩვენი ამის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს უნდა იყოს კარგად გააზრებული, ხალხის და ქვეყნის ინტერესებზე მორგებული. აქვე გეტყვით, რომ დაწყებული გვაქვს მუშაობა ფინანსურ ცენტრებზე, ერთ-ერთი კონსულტანტის მიერ მოწოდებული კონცეფციაა და ამაზეც ვმუშაობთ, თუ როგორ ვაქციოთ საქართველო და გვაქვს ამის რეალური შესაძლებლობა, აღმოსავლეთის ლუქსემბურგად. ამის თაობაზე ჩვენ ძალიან მალე გავაკეთებთ კონკრეტულ პაკეტებს და შემოთავაზებებს. ფინანსური ცენტრის შექმნა გვინდა ასევე თბილისშიც, ქუთაისშიც ტექნოლოგიური პარკის და AT-მიმართულებით დამატებითი ზონის შექმნაც და ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ ძალიან ბევრი მიმზიდველი პროდუქტის შეთავაზებას უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად," - აღნიშნა პრემიერმა

экономика
III კვარტალში უცხოეთში საქართველოს რეზიდენტების ტურისტული ვიზიტები 3%-ით 412,000-მდე გაიზარდა

საქსტატმა 2025 წლის ივლის-სექტემბერში საქართველოდან უცხოეთში ტურისტული ვიზიტების სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, III კვარტალში საქართველოს რეზიდენტებმა უცხოეთში 599.7 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წელთან შედარებით 3 ათასი ვიზიტით ნაკლებია. თუმცა ანგარიშის თანახმად კლება უკავშირდება ქვეყნიდან ერთდღიანი გასვლების რაოდენობის შემცირებას (187 ათასი ვიზიტი, კლება 14 ათასი). ასეთი ვიზიტები ძირითადად სარფის საბაჟოდან თურქეთში ერთდღიანი შოპინგისთვის ხორციელდება.

საქსტატი ტურისტულ ვიზიტებს უწოდებს ისეთ გასვლებს, რომლებიც ერთ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ვიზიტების რაოდენობა 412,000-ს შეადგენს, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მათ შორის მომატებულია საქართველოდან ევროკავშირში ვიზიტების რაოდენობაც.

ქვეყნების მიხედვით პირველ ადგილზეა თურქეთი, სადაც მესამე კვარტალში 206 ათასი ვიზიტი აღირიცხა, თუმცა ერთდღიანი ვიზიტების კლების გამო ამ ქვეყანაში გასვლები 10%-ით არის შემცირებული. მეორე ადგილზეა რუსეთი 110 ათასი ვიზიტით, რა მიმართულებითაც ვიზიტები 4%-ით არის შემცირებული. 98 ათას ვიზიტამდე გაიზარდა გასვლების რიცხვი ევროკავშირში რაც წლიურად 8%-ით არის გაზრდილი.

2025 წლის მესამე კვარტალში გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა

ქვეყანა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის მესამე კვარტალში სხვაობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან
თურქეთი 205.7 ათასი ვიზიტი; -10%
რუსეთი 109.7 ათასი ვიზიტი; -4%
ევროკავშირი 98.4 ათასი ვიზიტი; +8%
სომხეთი 87.6 ათასი ვიზიტი; +21%
სხვა ქვეყნები 87.0 ათასი ვიზიტი; -1%
აზერბაიჯანი 10.8 ათასი ვიზიტი; +5%

2025 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 699.9 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის III კვარტალთან შედარებით 4.1 პროცენტით გაიზარდა და 1 167.2 ლარი შეადგინა.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати