USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არაობიექტურ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა
თარიღი:  430

პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიში არაობიექტურ, მიკრეძოებულ და უსამართლო დასკვნებს ეყრდნობა. ღარიბაშვილის თქმით, ინფორმაციები, რაც ანგარიშში მოხვდა არ შეესაბამება სიმართლეს.

"გავეცანი ძალიან მოკლედ საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს და ძირითად აქცენტებს. სამწუხარო ფაქტია, რომ ანგარიში ეყრდნობა არაობიექტურ, მიკრეძოებულ, სუბიექტურ და უსამართლო დასკვნებს, რომლებიც მომზადდა ე.წ. ელიტური ენჯეოების მიერ, რაც სამწუხაროა. ინფორმაციები, რაც ანგარიშში მოხვდა არ შეესაბამება სიმართლეს, ეს სპეკულაციებია, ანგაჟირებული და მიკერძოეუბლი ადამიანების ცრუ ინფორმაციებზე დაყრდნობით არის მომზადებული და ეს ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენს ქვეყანაში ასეულობით არასამთავრობო, რომელიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ მთელ მსოფლიოში და ცდილობენ ჩვენი ქვეყნის იმიჯის დისკრედიტაციას", - განაცხადა პრემიერმა.

კრიტიკული მედიის დევნა, მედია მენჯერების უკანონო დაკავებები, პრეზიდენტის წინააღმდეგ არაადამიანური მოპყრობა და წამება - საქართველოს შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწავევს ანგარიში გასაჯაროვებულია. 57 გვერდიან დოკუმენტში საუბარია 5 ივლისის მასობრივ ძალადობაზე, დაუსჯელ რადიკალებზე და აფგან მუხთრალის საქმეზე. ანგარიშში პოლიტიკურ დევნას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მასში 8-ჯერ არის ნახსნები "მთავარი არხის" დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია და არა ერთხელ არის ნახსენები მიხეილ სააკაშვილი.

.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის