USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Tbilisi
ირაკლი ღარიბაშვილი - მზად ვართ, კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც
Date:  607

ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ჩატარებული არჩევნების გამო ცესკო-ს თავმჯდომარესა და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.

„არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და ადმინისტრირებული. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებულ არჩევნებისთვის. ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითრების პერიოდი და მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დაავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატები, რეალური დებატების გამართვა, ამის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.

culture
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way