ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მან ჩატარებული არჩევნების გამო ცესკო-ს თავმჯდომარესა და თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა.
„არჩევნები იყო სანიმუშოდ ორგანიზებული და ადმინისტრირებული. მინდა მადლობა გადავუხადო ცესკო-ს თავმჯდომარეს და თითოეულ თანამშრომელს უმაღლეს დონეზე ჩატარებულ არჩევნებისთვის. ახლა გვაქვს სამი წელი მშვიდობიანი განვითრების პერიოდი და მინდა მოვუწოდო ყველას, მათ შორის ოპოზიციას, რომ ეს კარგად გავაცნობიეროთ. დადგა დრო საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესები არ დაავაყენოთ ქვეყნის ინტერესებზე მაღლა. ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი ხალხის, სახელმწიფოს ინტერესები და არა ვიწროპარტიული ინტერესები. ამიტომ თუ ოპოზიციას სურს საქმეზე დებატები, რეალური დებატების გამართვა, ამის ადგილი არის პარლამენტი. ჩვენ, მინისტრთა კაბინეტი, მთავრობა ვართ მზად, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვითანამშრომლოთ ოპოზიციასთანაც, ვინაიდან ეს არის ჩვენი საერთო ქვეყანა, ჩვენი გამარჯვება არის ჩვენი საერთო გამარჯვება,“- განაცხადა ღარიბაშვილმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.